მექსიკამ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბები დაამტკიცა

მექსიკა ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბები დაამტკიცა.

მექსიკის ჯანმრთელობის რისკებისგან დაცვის ფედერალურმა კომისიამ (COFEPRIS) Pfizer's Paxlovid-ით მკურნალობა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკის მარეგულირებელი ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეს მკურნალობა გადამწყვეტი იქნება მექსიკაში ჰოსპიტალიზაციის შესამცირებლად.

Pfizer-ის ცნობით, მათი აბები („პაქსლოვიდი“) კოვიდის დროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს.