შიდა ქართლის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხაშურში, ქარელსა და გორში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება სოფელ რუისს. ხაშურში კი დენის გარეშეა დარჩენილი ბორჯომის, თაყაიშვილისა და არაყიშვილის ქუჩები. ასევე, სოფელი ცხრამუხა და მისი მეზობელი სოფლები.

რაც შეეხება გორს, რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც ენერგოპროჯორჯიაში აცხადებენ, რამდენიმე ტრანსფორმატორი და გამანაწილებელია გამორთული ავარიული დაზიანების გამო და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგია არ მიეწოდება გორის ერთ ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანს, წმინდა წყალს.