COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 304 ადამიანი, 24 პაციენტი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 838 ტესტი, მათ შორის 25 161 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 677 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 687 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 928 441, გარდაიცვალა 14 449 პაციენტი.

15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის - 9.43% ხოლო 7 დღის - 9.60%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა - 768, იმერეთი - 483, ქვემო ქართლი - 189, შიდა ქართლი - 203, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 771, საიდანაც 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 848, აჭარაში - 606, იმერეთში - 814.• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 108, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293 ადამიანი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 50, იმერეთში - 27.

2 051 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 249 - თბილისში, 568- აჭარაში. 46 327 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.