საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.
საგარეო უწყებამ განცხადება Twitter-ზე გაავრცელა.
"საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.