შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში მოათავსეს. CNN-ის ცნობით, ჰოსპიტალიზაციამდე, მან Twitter-ზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ შვილთან „წასვლას აპირებდა“.
„მის გარეშე სიცოცხლეს არანაირი აზრი არ აქვს. ყველაფერი, რასაც კი ვეხები, ნადგურდება. მე მხოლოდ მის გამო ვრჩებოდი, ახლა კი ისიც აღარ არის“, - წერდა შინეიდ ო'კონორი.
მედიაში გავრცელებული ცნობით, შინეიდ ო'კონორის 17 წლის ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„ჩემმა მშვენიერმა შვილმა, ნევიიმ, ჩემი ცხოვრების სინათლემ გადაწყვიტა, დაესრულებინა თავისი მიწიერი ცხოვრება და ახლა ღმერთთან არის. მშვიდად განისვენოს და არავინ მიბაძოს მის მაგალითს. ჩემო პატარავ. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ მშვიდად იყავი", - დაწერა ო'კონორმა Twitter-ზე.