იტალიელი დიზაინერი, მოდის ლეგენდა ნინო ჩერუტი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, იტალიელი მოდის ლეგენდა პიემონტის საავადმყოფოში, ბარძაყის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
მან თავისი პირველი ბუტიკი პარიზში 1967 წელს გახსნა.
„მოდაში რევოლუცია მოახდინა, როდესაც კაც და ქალ მოდელებს სთხოვა, რომ პოდიუმზე ერთი და იგივე ტანსაცმლით გასულიყვნენ“, - აღნიშნავს AFP.
ჩერუტიმ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო და საკუთარი ბაბუის მიერ 1881 წელს დაარსებულ ტექსტილის ქარხანას (Lanificio Fratelli Cerruti) ჩაუდგა სათავეში.
ფილმ „ბონი და კლაიდის“ (1967). მთავარ გმირს სამოსი დიზაინერის საბრენდო მაღაზიაში - Cerutti 1881-ში შეურჩიეს, რომელიც პრემიერის შემდეგ, წლის ყველაზე მოდურ ტრენდად იქცა.