აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურო კარენ დონფრიდისა და მინისტრ ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია.

„მდივნის თანაშემწე დონფრიდი ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ზალკალიანს და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის მისი უფლებისადმი, აირჩიოს თავისი უსაფრთხოების ალიანსები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

ვაშინგტონმა რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად დაადასტურა, რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება საქართველოს გარეშე არ შედგება