ტეხასის სინაგოგაში მძევლები 10-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ კოლივილში ოთხივე მძევალი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

კაცი პაკისტანელი მეცნიერი ქალი ციხიდან გათავისუფლებიას ითხოვდა.

ააფია სიდიქი აშშ-ში გაასამართლეს და ავღანეთში, ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვის მცდელობისთვის, 86-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

FBI-ს ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა უკვე დაადგინეს, თუმცა არ ასაჯაროებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის უკვე გარდაცვლილია.