პატრიარქმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა

კათოლიკოს პატრიარქმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.

„განათლებისა და მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“, - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში.