„ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, ვაქცინაციის კიდევ უფრო დიდი აუცილებლობა დგება.
„ჩემი რეკომენდაციაა, რომ იყოს ინდივიდუალური მიდგომა. იმ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი.
„თუ ადრე ვამბობდით, რომ, სასურველია, 60-80% იყოს ორჯერ აცრილი, დღეს, „ომიკრონთან“ მიმართებით, ეს თამასა უფრო მაღლაა აწეული - მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სკოლებთან მიმართებით, ნაკლები რისკი გვექნება. ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ იყოს ინდივიდუალური მიდგომა. იმ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში.