სერბი ჩოგბურთელი ნოვაჯ ჯოკოვიჩის დეპორტაცია ავსტრალიიდან უკვე განხორციელდა. იტყობინება BBC. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ჩოგბურთის ვარსკვლავმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში სასამართლო დავა წააგო, შესაბამისად, ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. BBC-ის ცნობით, ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ „უკიდურესად იმედგაცრუებულია“, მაგრამ პატივს სცემს გადაწყვეტილებას.
„მე ვითანამშრომლებ შესაბამის ორგანოებთან ქვეყნიდან ჩემი წასვლის თაობაზე”, - ნათქვამია ჯოკოვიჩის განცხადებაში.
ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა პირველად მელბურნში ჩასვლისთანავე გაუუქმდა, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან „ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება“, რომელიც ვაქცინაციისგან გაათავისუფლებდა.
ჩოგბურთელმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო ცენტრში, სასტუმროში გაატარა. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მესაზღვრეებმა პროცედურები უგულვებელყვეს.
ავსტრალიის ღია პირველობა კაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ (7) ნოვაკ ჯოკოვოჩმა მოიგო.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში სასამართლო დავა წააგო და მისი დეპორტაცია იგეგმება