ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი სენატორი დააკავეს

იამაიკის ხელისუფლებამ ჰაიტის ყოფილი სენატორი დააკავა, რომელიც პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობაში ეჭვმიტანილია. BBC-ის ცნობით, ჯერ უცნობია, დაპატიმრება მოჰყვა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნას (FBI), რომელიც ასევე იძიებდა მკვლელობას.

ასევე უცნობია, კონკრეტულად სად დააკავეს ჯონ ჯოელ ჰოზეფი. მედიის ცნობით, მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა სხვა დეტალები არ არის ცნობილი.

ჯოზეფი მეორე ეჭვმიტანილია, რომელიც იამაიკაზე დააკავეს, ოქტომბრის ბოლოს, იამაიკის ხელისუფლებამ ყოფილი კოლუმბიელი სამხედრო ჯ მარიო ანტონიო პალასიოები დააპატიმრა.

ჰაიტის სენატორი დააკავა, რომელიც პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობაში ეჭვმიტანილია.