თბილისის ზღვის მიმდებარედ, მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანატორიუმამდე მისასვლელი გზა ავტომანქანით გადაკეტეს. ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. აცხადებენ, რომ კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.
თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი კაცი საცხოვრებელი ბინიდან გადახტა და გარდაიცვალა.
სანატორიუმი „ქართლის“ ერთ-ერთი მცხოვრები თამარ საუთიევას ინფორმაციით, დღევანდელი ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომლებმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარებულიყო.
დიდი ხანია ვაპროტესტებთ, რომ ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში. აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“, - აღნიშნა თამარ საუთიევამ.