საზღვაო სააგენტოს ცნობით, გემმა შეძლო ზღვის სიღრმეში შესვლა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში

ბათუმში გემი, რომელიც შტორმმა ნაპირთან ახლოს გამორიყა, ზღვის სიღრმეში შევიდა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში.

მანამდენ, ძლიერი შტორმის გამო ბათუმის საზღვაო აკვატორიაში გემმა მანევრირების უნარი დაკარგა.

„ბათუმში, საზღვაო აკვატორიის #4 საღუზე რაიონში ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე – 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. მისივე ცნობით, გემმა შეძლო საკუთარი ძალებით ნაპირისკენ სვლის შეჩერება, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას.

„7 იანვარს, ბათუმის საზღვაო აკვატორიის #4 საღუზე რაიონში დადგა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით: SGV-Flot (IMO 8033089). გემზე იმყოფება ეკიპაჟის 13 წევრი (რუსეთის მოქალეები). 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ნავსადგურის მორიგე ოფიცერს დაუკავშირდა გემის კაპიტანი და აცნობა, რომ ძლიერი ღელვის გამო ღუზა ვეღარ იჭერდა გემს და იწყებდა დრეიფს.

გემის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება და მოითხოვა მოხსნილიყო მე-4 საღუზე წერტილიდან და გადასულიყო მეხუთე საღუზე წერტილში, რომელიც მეტად დაშორებულია ნაპირს და კაპიტნის ვარაუდით გემისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა იქ დგომა.

ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე – 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. გემმა შეძლო საკუთარი ძალებით ნაპირისკენ სვლის შეჩერება, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას.

ამ მომენტისთვის ტალღის სიმაღლისა და გემის მიმდებარედ არასაკმარისი სიღრმეების გამო ბათუმის პორტის ბუქსირები ვერ გადიან გემის დასახმარებლად. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სრულად არის ჩართული პროცესში და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - ნათქვამი იყო საზღვაო სააგენტოს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ძლიერი შტორმის გამო ბათუმის საზღვაო აკვატორიაში გემმა მანევრირების უნარი დაკარგა