BBC: ევროპის ქვეყნები შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებენ

ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნიდერლანდებში ხუთკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. ყველა მაღაზია, თეატრი და სპორტული დარბაზი დაიხურა.

შეზღუდვები უფრო გაამკაცრა გერმანიამ და მკაცრი ლოკდაური გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. დაიხურა სკოლები და მაღაზიები. ნოემბრიდან უკვე გაჩერებულია რესტორნები, ბარები და დასასვენებელი ცენტრები. შეზღუდვები 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გაგრძელდება, მაგრამ შობის დღე მცირე შეღავათი იქნება.

ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) 21 დეკემბერს აპირებს შეკრებას, რათა განიხილონ, გერმანიის მიერ Pfizer-BioNTech ვაქცინის შემოტანის საკითხი. ეს ვაქცინა უკვე დამტკიცებულია დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მარეგულირებლის მიერ.

საფრანგეთშიც რთული სიტუაციაა, ამიტომ დაიხურა თეატრები, კინოთეატრები, ბარები და რესტორნები. 20:00 საათიდან 06:00 საათამდე დაწესდება ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათიც. კომენდანტის საათი გაუქმდება შობის ღამეს, მაგრამ არა ახალი წლის ღამეს.

რაც შეეხება იტალიას, იტალიაში დღიურად დაღუპულთა რიცხვი 500-ს უახლოვდება. მთავრობა შობასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას განიხილავს. ჯერ ზუსტი დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ შეზღუდვები გამკაცრდება შობისა და ახალი წლის ღამის მონაკვეთში.

პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პოტენციური ჩაკეტვა აღწერა როგორც "ახალი შესუსტება".

ვირუსის ინფექციის ზრდის გამო, შეზღუდვებს ამკაცრებს ესპანეთის მთავრობაც. შეზღუდვები გამკაცრდება 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე. დაშვებული იქნება მხოლოდ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სტუმრობა. ხოლო სოციალური შეხვედრები შემოიფარგლება მხოლოდ 10 ადამიანით.