24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 2 290 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 290-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 612 313 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 343 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 931 507, გარდაიცვალა 14 481 პაციენტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.