სოციალური აგენტები საპროტესტო აქციას მართავენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"დაპირებები გვესმის ოთხი წელია, რაც ეს პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ დაპირებას ვერ ვენდობით. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, იყო ჩვენთან შეთანხმების გარეშე. ასევე არაფერია ნათქვამი ჩვენს სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს", - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე „სოლიდარობის ქსელის" იურისტმა დავით ომსარაშვილმა განაცხადა.

ამასთან, აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან მატებას ითხოვენ, რადგან აქციის მონაწილეების თქმით, არსებული ხელფასები სოციალურ აგენტებსა და სხვადასხვა სპეციალისტებს საარსებოდ არ ჰყოფნით.

ასევე წაიკითხეთ: სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიერ გაფიცვის დაანონსების შემდეგ, სააგენტო ხელფასების ზრდის შესახებ იუწყება