ჯანდაცვის მინიტრის განცხადებით, თურქეთიდან წამლების იმპორტი, მოსახლეობას მედიკამენტზე ხარჯს გაუიაფებს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ და სხვა იმპორტიორი ქვეყნებიდან წამლების ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმებასა და კონტროლში.
„GMP-ის ხარიხით ჩემოვა მედიკამენტები, ეს იქნება, ორასი, ხუთასი თუ ათასი, ამას ბაზარი გვაჩვენებს. არ გაგვიხსნია კონკრეტული მედიკამენტების შემოტანა, თურქეთის ბაზარი გავხსენით, ისევე როგორც გახსნილია 40-მდე ქვეყანა, მათ შორის ისრაელი. ჩვენ სრულად პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები კონკურენტული ფასებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
„პირველი, რაც ჩავთვალეთ, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელი იყო, თურქეთის ბაზრის გახსნაა. ზოგიერთ შემთხვევაში მარჟები ადის 1000%-მდე, არის მაგალითად მედიკამენტი, რაც 5 ლარი ღირს, ზუსტად იგივე ბრენდის და დასახელებით კი იყიდება 10-ჯერ მეტ ფასად. ბევრმა ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები თურქეთში მიდიოდნენ ან აბარებდნენ მედიკამენტების ჩამოტანას, რადგან ზუსტად იგივე მედიკამენტები 10-ჯერ იაფი ღირს იქ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები