„ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია, ის პრობლემები, რომლებიც მასთან არის დაკავშირებული, უკვე დისტანციურ მომსახურებაზე გადადის - ქოლცენტრი, ცხელი ხაზი, ონლაინ კლინიკები თუ 112-ის მომსახურება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, არცერთი ზარი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ და ყველა კონსულტაცია, ბინაზე მკურნალობა თუ ჰოსპიტალიზაცია, ადეკვატურად იმართება.
„ამ მხრივ, გართულებას და პრობლემას არ ველოდებით“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, „დელტას“ შემთხვევაში 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში, დღევანდელი სტატისტიკით, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ანალიზით, ეს მაჩვენებელი შეიძლება 4%-ის ფარგლებში იყოს.
„აქტიური შემთხვევების 4% შეიძლება, მოხვდეს ჰოსპიტალში, აქედან გამომდიარე, პროცესს სრულად ვმართავთ. მობილიზებული მედიკოსები და საწოლფონდი გაცილებით მეტია, ვიდრე თეორიულად დაგვჭირდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში პრობლემა არ შეიქმნება.
„ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ამ ავადმყოფებს ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰოსპიტალშიც და ყველა საჭირო მედიკამენტი და შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.