იზოლაციის და კარანტინის ვადები შესაძლოა, კიდევ შემცირდეს

ჯანდაცვის მინისტრმა იზოლაციის და კარანტინის წესებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს საკითხი კიდევ გადაიხედოს.

„მაგალითად, აშშ-ში სავალდებულოა 5 დღე და არა - 8“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

17 იანვრიდან, ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა.

ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით, იზოლაციაში ყოფნა 8 დღე იქნება საჭირო, მძიმე/საშუალო – მინიმუმ, 10 დღე (უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება).

თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონეები და ადამიანები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა - 90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ.

ასევე, კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, კარანტინში აღარ იყვნენ.