ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ავადმყოფებს ბინაზეც ვუმკურნალებთ და ჰოსპიტალშიც

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დელტას“ შემთხვევაში 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში, დღევანდელი სტატისტიკით, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ანალიზით, ეს მაჩვენებელი შეიძლება 4%-ის ფარგლებში იყოს.

„აქტიური შემთხვევების 4% შეიძლება, მოხვდეს ჰოსპიტალში, აქედან გამომდიარე, პროცესს სრულად ვმართავთ. მობილიზებული მედიკოსები და საწოლფონდი გაცილებით მეტია, ვიდრე თეორიულად დაგვჭირდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში პრობლემა არ შეიქმნება.

„ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ამ ავადმყოფებს ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰოსპიტალშიც და ყველა საჭირო მედიკამენტი და შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.