ექსპერტთა ჯგუფი, უხანში, კორონავირუსის წყაროს შესასწავლად ჩავა

"გარდიანის" ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში, კორონავირუსის წარმოშობის წყაროს შესასწავლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, იანვარში ჩავლენ.

ექსპერტთა ჯგუფი შეეცდება, დაადგინოს, ვირუსი პირველად ცხოველებიდან გადაედოთ ადამიანებს თუ არა, ასევე ხომ არ დაფიქსირებულა ვირუსი უფრო ადრე, ქვეყნის რომელიმე სხვა რეგიონში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 10-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ფაბიან ლინდერცი იქნება, რომელიც რობერტ კოხის ინსტიტუტის ერთ-ერთი წამყვანი ბიოლოგია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი, ჩინელ მეცნიერებთან ერთად, ოთხი-ხუთი კვირის განმავლობაში იმუშავებს.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა.