ეკონომიკის მინისტრი: სამთო კურორტებზე დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ამ ეტაპზე სამთო კურორტებზე დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, დაწესებული რეგულაციები ადეკვატურია.

„ამ ეტაპზე, დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება. თუ დადგება დღის წესრიგში, ამ საკითხს საბჭოზე განვიხილავთ. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე, ის რეგულაციები, რაც დაწესებულია საკმაოდ ადეკვატურია“, - აღნიშნავს თურნავა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ასევე წაიკითხეთ:

ჯანდაცვის მინისტრი: რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ