სენატორი რომნი: არ შეიძლება, პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის უფლება მიეცეს

სენატორმა მიტ რომნიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუშალონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენაში.

„[პუტინი] ცდილობს NATO-ს დაშლას - მის დასუსტებას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი NATO არამხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთის გაჩენისთვის. მას უნდა გავაგებინოთ, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ იფუნქციონირებს. მას არ ექნება ეს სიმდიდრე, თუ რაიმე ნაბიჯს გადადგამს უკრაინის ხელისუფლების დასამხობად“, - განაცხადა მიტ რომნიმ.