ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები მეცხვარე ამტკიცებს, რომ საკუთარი სახლიდან 12 გუდა ცხვრის ყველი მოპარეს, რომელიც დაახლოებით 8000 ლარის ღირებულებისაა.
მეცხვარის თქმით, უკვე 10 დღეა მომხდარის შესახებ იცის პოლიციამ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, თუმცა ძალოვან უწყებას ჯერ არავინ დაუკავებია.
დაზარალებული დავით ფაჩოშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ეს იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში მისი ნამუშევარი, რომელიც უკვე აღარ აქვს. მას 400 სული ცხვარი ზაფხულის საძოვრებზე მთაში ჰყავს. ყველი მთიდან ბარში ახალი ჩატანილი ჰქონდა.
მეცხვარის თქმით, ქურდობა მოხდა ღამით რა დროსა სახლში იმყოფებოდნენ დედა და მუღლე, თუმცა დაზარალებულის თქმით, ქურდებმა ისე იმოქმედეს, რომ ოჯახში ვერავინ ვერაფერი გაიგო.
ყველის მოპარვის ფაქტზე გამოძიებას შს სამინისტროს ყვარლის პოლიცია აწარმოებს.