იაპონიაში ფრინველის გრიპს ებრძვიან

"როიტერის" ინფორმაციით, იაპონიაში, 47-დან 11 პრეფექტურაში, ფრინველის გრიპს ებრძვიან.

გამოცემის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გრიპი კიდევ ორ პრეფექტურაში დაფიქსირდა, სადაც დაინფიცირებული ფრინველების განადგურება აქტიურად მიმდინარეობს. ფერმებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, კარანტინია გამოცხადებული.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დავირუსებული ფრინველის ხორცის ან კვერცხის ჭამის შემთხვევაში ადამიანი დაინფიცირება შეუძლებელია.

იაპონიაში ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში დაფიქსირდა.