გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის გზებს ეძებს. ანალენა ბერბოკი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება.
ამასთან, მედიის ცნობით, მინისტრმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას Nord Stream 2-ის პროექტის შესაძლო შეჩერების შესახებ და აღნიშნა, რომ აგრესიის შემთხვევაში კრემლს მაღალი ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული ფასის გადახდა მოუწევს.
ამავე დროს, ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა, რომ პროექტი გეოპოლიტიკურ გართულებებს უკავშირდება.
„გერმანია კოორდინაციას გაუწევს თავის პოზიციას შეერთებულ შტატებთან 2021 წლის ივლისის ერთობლივი დეკლარაციის შესაბამისად და შეთანხმებულ ზომებს მიიღებს აგრესიის შემთხვევაში“, - აღნიშნა მინისტრმა.