17 იანვარს, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია უკრაინას ეწვევა, რათა დაადასტუროს შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე და გამოხატოს მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმებისთვის, განუცხადეს უკრაინულ მედიას კიევში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურში. წერს უკრაინული მედია.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რესპუბლიკელი სენატორები რობ პორტმანი, კევინ კრამერი, როჯერ ვიკერი და დემოკრატი სენატორები კრის მერფი, ჯინ შაჰინი, ემი კლობუჩარი და რიჩარდ ბლუმენტალი.
სენატორები გეგმავენ შეხვედრებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან დენის მონასტირსკისთან და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან.
ისინი ასევე შეხვდებიან ენერგეტიკის მინისტრს გერმან გალუშჩენკოს და ენერგეტიკის სექტორის სხვა წარმომადგენლებს, რათა განიხილონ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.
აღსანიშნავია, რომ კრის მერფი, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი უკრაინას ზაფხულშიც სტუმრობდნენ, რის შემდეგაც კონგრესის დელეგაცია საქართველოსაც ეწვია.