ირანელი დიპლომატები საუდის არაბეთში 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩავიდნენ

ირანელი დიპლომატები საუდის არაბეთს 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწვივნენ. მედიის ცნობით, თეირანი მზადაა, განაახლოს თავისი საელჩოს მუშაობა რიადში. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ასეთი ნაბიჯი „დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრაქტიკულ ზომებს მიიღებს საუდის მხარე“.

ირანმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 2016 წლის იანვარში, თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ გაწყვიტეს.

ბოლო თვეებში, ერაყის შუამავლობით მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება და უთანხმოების გადაჭრა იყო.