ავღანეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, დაზიანებულია 700-ზე მეტი სახლი.
ეპიცენტრი თურქმენეთის საზღვართან მდებარე ბადღისის პროვინციაში დაფიქსირდა.