"მომავალი დღეები გვაჩვენებს, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დიალოგს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უკრაინასთან, საქართველოსთან - როცა ჩართული ვართ დიალოგში რუსეთთან, ჩვენი ქმედებები ეფუძნება პრინციპებს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა სასტუმრო რუმსში, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებები მიიღება NATO-ს წევრი სახელმწიფოების და წევრობის მსურველი სახელმწიფოს მიერ და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ხმის, ან ვეტოს უფლება.
"მომავალი დღეები გვაჩვენებს, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დიალოგს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა ვენდი შერმანმა და აშშ-ს ბევრმა ოფიციალურმა პირმა თქვა — როცა ჩართული ვართ ამ დიალოგში რუსეთთან, ჩვენი ქმედებები ეფუძნება პრინციპებს, რომ NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებები მიიღება NATO-ს წევრი სახელმწიფოების და წევრობის მსურველი სახელმწიფოს მიერდა და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ხმის ან ვეტოს უფლება.
ჩვენ არ მოვილაპრაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, NATO-ზე — NATO-ს გარეშე, უკრაინაზე უკრაინის გარეშე და საქართველოში საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს დაყოს ალიანსი, ევროპელები და ამერიკელები. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია. ფუნდამენტური პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონპოლიტიკური, ეკონომიკური პარტნიორების. ამ ფუნდამეტს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს გადასაწყვეტია, ვისი პარტნიორი იქნება და წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ. რომ საქართველოს მოსახლეობსი აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველებმა გააკეთეს და რომელსაც ბევრი უჭერს მხარს აშშ ერტგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და სრულად ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით, რომ ევროპის უსაფრთხოებას გმოუთხაროს ძირი, ვიმეორებ ჩვენი ძალა ერთობაშია", - განაცხადა დეგნანმა.
ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონმა რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად დაადასტურა, რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება საქართველოს გარეშე არ შედგება
ვენდი შერმანი: რუსეთის მიერ წარმოდგენილი ძირითადი წინადადებები უბრალოდ განწირულია წარუმატებლობისთვის