საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID ახალ პროგრამას იწყებს. ორგანიზაციის ცნობით, USAID/საქართველო ითანამშრომლებს საქართველოს პარლამენტთან, სასამართლოებთან, მოსამართლეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და უნივერსიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებით.
„USAID საქართველო იწყებს კანონის უზენაესობის ახალ პროგრამას, ხუთწლიან ინიციატივას, რომლიც უკვე არსებული სასამართლო რეფორმების კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა. პროგრამა, რომელიც 2026 წლის ჩათვლით გაგრძელდება და განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და საზოგადოების თემებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, გააფართოებს პარტნიორობას რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურისტებთან ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს და ამერიკელი იურისტების გამოცდილების გაზიარებას. პროგრამა მიზანია მართლმსაჯულების უკეთესი წვდომა მართლმსაჯულებასა და სასამართლო ინსტიტუტებთან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„USAID-ის სტრატეგიას საქართველოს განვითარების ხელშეწყობისთვის აქვს სამი ძირითადი მიზანი: ქვეყნის მდგრადობის გაზრდა, მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია თითოეული ამ მიზნის მისაღწევად.
დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით ჩვენი ახალი პროგრამა გააძლიერებს კანონის უზენაესობას საქართველოს სასამართლოებში. ხელს შევუწყობთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის; გავაუმჯობესებთ იურიდიულ განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში“, – განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა.
„თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიურ წრეებთან USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამისთვის მნიშვნელოვანია დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჯგუფის ჩართულობა კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. რადგან სწორედ კანონის უზენაესობაა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველი. სასამართლოებთან, ადვოკატთა ასოციაციასთან, მართლმსაჯულების სექტორის სხვა დაწესებულებებთან და სასამართლოსთან მჭიდრო პარტნიორობასთან ერთად USAID ითანამშრომლებს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ძირითადი ინსტიტუტების ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაზრდას საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციით, ინოვაციური პროცესების დანერგვით და სხვა სახის აქტივობების განხორციელებით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.