ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

„ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 1200-ზე მეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია - ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ორჯერ ვაქცინირებული იყო, ასევე ე.წ. ბუსტერ დოზა ჰქონდათ გაკეთებული და ამდენად, ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი რა თქმა უნდა, ხსნის ამ ფაქტს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი