თამარ გაბუნია: მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს, რაც იმუნიზაციის წახალისებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„წახალისების მექანიზმი ეფექტურად მუშაობდა. მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი. ამ კვირაში კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები. მოგეხსენებათ, იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს. გვექნება კიდევ დამატებით შეთანხმება როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება, როგორც პირველ და მეორე დოზებზე, ასევე „ბუსტერის“ კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალსა და სხვა რისკ ჯგუფებში“, - განმარტავს გაბუნია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი