შემთხვევების ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთი თვეა მივეჩვიეთ, მილიონს, მილიონნახევარს, 3 მილიონს, გაზრდილია ოთხჯერ-ხუთჯერ ახალი შემთხვევების რაოდენობა, შესაბამისად გაიზრდება ჩვენთანაც ეს. ორი მძლავრი თეორიაა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება პანდემიის დასრულების დასაწყისი გახდეს და მეორე თეორიაა, რომელსაც ჯერჯერობით მხარს უჭერენ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად.
ივლისისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნა აცრილი, რაც არის ჯანმო-ს სამიზნე, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია ისევ ახალი შტამი წარმოიშვას. ახალი შტამის გაჩენის ალბათობა სწორედ არაიმუნურ ფენაში გახლავთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
თამარ გაბუნია: მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს