კარლ ჰარცელი: ცესკოს საარჩევნო კომისიის შერჩევის პროცესი რთულია

"ცესკოს საარჩევნო კომისიის შერჩევის პროცესი რთულია. იმედი მაქვს, ყველა მთავარი დაინტერესებული პირი, ამ მნიშვნელოვან შერჩევის საკითხში ჩართული იქნება", – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის შერჩევის პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, იყო გასულ ზაფხულს განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ნაწილი და ამ წინადადების მთელი იდეა იყო, რომ გაზრდილიყო ნდობა და ხალხის მხრიდან საკუთრების განცდა მთავარი მოქმედი პირების მიმართ. ეს პროცესი და სიტუაცია რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველანაირი ძალისხმევა იქნება, რათა ყველა მთავარი დაინტერესებული პირი იყოს ჩართული ამ მნიშვნელოვან შერჩევის საკითხში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, 14 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა.

ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანის თქმით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია