კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე მის უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა, შემიძლია განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს. ეს არის თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი", - განაცხადა ელჩმა.

ასევე წაიკითხეთ:

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო პარტნიორები არიან. აქ ვართ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი და უსაფრთხოება