ოლაფ შოლცი: თუ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია მოხდება, რუსეთს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრას საფრთხის შემცველი უწოდა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ახლა უნდა იყოს, არ მოხდეს სამხედრო აგრესია. ამ საკითხზე შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც 18 იანვარს ბერლინში ვიზიტით ჩავიდა.

„ის, რაზეც ახლა უნდა ვიზრუნოთ, არის ის, რომ არ მოხდეს სამხედრო აგრესია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი აგრესია. მე ვგულისხმობ ჯარებსა და სამხედროების ფორმირებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ, უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან საშიშია. ეს სიტუაცია უნდა მივიჩნიოთ, როგორც ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ჯარების შეგროვების სპეციფიკას.

თუ ასეთი ჩარევა მოხდება და სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და საზღვრების მთლიანობის პრინციპი დაირღვა, ეს რუსეთისთვის დიდ პოლიტიკურ ფასს გამოიწვევს, ჩვენ ყველანი ერთგული ვართ ამ პრინციპების. როგორც ვთქვი, ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ, ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვეძებთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია სასწრაფო რეაგირება, თუ ასეთი ქმედება იქნება რუსეთის მხრიდან მას მაღალი ეკონომიკური, პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა შოლცმა.