რეჯეფ თაიფ ერდოღანი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია. მისი თქმით, რეგიონი ომს ვეღარ გაუძლებს და ასეთი ნაბიჯი არ იქნება სწორი

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა რეალისტურ მიდგომად არ მიმაჩნია, რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, რუსეთმა უნდა გადახედოს მთელ მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და საკუთარ ვითარებას. რეგიონი ომს ვეღარ შეეგუება და ასეთი ნაბიჯი არ იქნება სწორი. რა თქმა უნდა, ეს საკითხები ვლადიმერ პუტინთან უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.