მოსკოვში ვიზითიტ მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების განთავსებას გასაგები მიზეზი არ აქვს.
ანალენა ბერბოკის თქმით, ერთობლივ ევროპულ სახლში უსაფრთხოება არ იქნება, თუ წესებს ყველა არ დაიცავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ნორმანდიული ფორმატის განახლება მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაში პროგრესისთვის.
„უკრაინის საზღვართან ასი ათასზე მეტი სამხედრო და ტექნიკაა კონცენტრირებული და ეს კონკრეტული მიზეზის გარეშე ხდება. ძალიან რთულია, ეს საფრთხედ არ იყოს განხილული“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.