ინფექციონისტი: თებერვლის შემდეგ წესით პროგნოზი უკეთესია, თუ უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა

"თებერვლის შემდეგ წესით პროგნოზი უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა" - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევები რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა ასახავს.

„ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში რეკომენდაციაა იზოლაცია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაუდასტურდა, ზოგიერთი ადამიანი ტესტირებას აღარ იტარებს. ეს ხალხი სტატისტიკის მიღმა რჩება და ცხადია კიდევ უფრო მეტია შემთხვევები ვიდრე რეალურადაა დადასტურებული.აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა. არ შეცვლილა წესები, მთავარია ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება, იმიტომ რომ ეს ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება“, - განაცხადა ბუწაშვილმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.