შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

შესაბამისი ინფორმაცია უკვე აისახა შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე, საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდპასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს.

ამასთან, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ კვლავ სავალდებულოა ქვეყანაში შესვლისას კოვიდტესტის ჩატარება და მხოლოდ კოვიდსერტიფიკატი არ იძლევა ქვეყანაში შესვლის უფლებას.