24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 2 656 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 656-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 635 602 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 021 943 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 946 255, გარდაიცვალა 14 582 პაციენტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.