კელი დეგნანი: პარლამენტი პოლიტიკურ აქტორებს აძლევს შესაძლებლობას, კონცეტრირდნენ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის საგარეო საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარალმენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ელჩმა ჟურალისტებს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განუცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორის იყო როგორც პარლამენტის საქმიანობა და მისი დღის წესრიგი, ასევე რეგიონში უსაფრთხოების საკითხები.

„ჩვენ განგვიცხადეს, რომ მომდვენო სესიებზე პრიორიტეტული საკითხებს შორის იქნება იქნება სასამართლო რეფორმა და საქართველოს კანონმდებლოს ჰარმონიზაცია ევროკავშირთან, ასოცირების ხელშეკრულოების კონტექსტში და ასევე მუშაობა დემოკრატიის საკითხებზე მუშაობის გაძლიერება. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგ იქნება საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით.

მოხარული ვიყავი იმის გაგებით, რომ დღის წესრიგი ასევე მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის, რომ ჩაერთონ მუშაობაში ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე როგორც საგარეო კუთხით, საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის, ასევე შიდა გამოწვევებზე, როგორიცაა ეკონომიკური გაჯანსაღება, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია და ბევრი სოციალური საკითხი. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოსთან ბევრ ამ საკითხზე ვმუშაობთ, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, განათლება და რა თქმა უნდა, კორონავირუსის მიმართ რეაგირება და ეკონომიკური გაჯანსაღება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, შეხვედრებზე საუბრის თემა ასევე იყო რეგიონის აქტუალური საკითხები, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების საკითხები რეგიონში; რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები და მათგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მთლიანად ევროპისთვის იმ კუთხით, რომ დავიცვათ ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც უკვე 30 წელზე მეტია, დგას ევროპის უსაფრთხოება. კარგად ვხედავთ, რომ ეს კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ იმის გარკვევის, თუ რეალურად რად ამოძრავებს რუსეთს. ეს არამხოლოდ უარყოფით გავლენას ახდენს უკრაინასა და საქართველოზე, არამედ, ეს სიტუაცია ემუქრება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ევროპაში სტაბილურობას, კეთილდღეობას. ჩვენი მიზანია, ეს კრიზის გადაიჭრას დიპლომატიური გზით, სწორედ ამიტომ, ხვალ, ჟენევაში, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრს, სახელმწიფო მდივანი ასევე ხვდებქა მოკავშირეებს, რათა ეს კრიზისი გადაიჭრას მშვიდობიანი გზით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.