ირაკლი კობახიძე: კელი დეგნანთან შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შიდა პოლიტიკური და რეგიონში მიმდინარე პროცესები განვიხილეთ

"ჩვენ სხვადასხვა თემაზე გვქონდა ძალიან მეგობრული საუბარი, ეს იყო მათ შორის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, სამომავლო პერსპექტივები, რა თქმა უნდა, დეტალური საუბარი გვქონდა ყველა ამ თემაზე", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს, როგორ წარიმართება მოვლენები, პირველ რიგში უკრაინის გარშემო და ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები. საუბარი გვქონდა ძირითადად ამ თემაზე. ასევე შევეხეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, განვითარების პერსპექტივებსა და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხებს. ვისაუბრეთ საპარლამენტო დღის წესრიგზე და საპარლამენტო დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია საკონსტიტუციო ცვლილებებიც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

კელი დეგნანი: პარლამენტი პოლიტიკურ აქტორებს აძლევს შესაძლებლობას, კონცეტრირდნენ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის საგარეო საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის