აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც სახლები დაუნგრიეს, გამგეობა დაეხმარება

სამგორის რაიონის გამგეობა დაეხმარება აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლის შენობის დემონტაჟიც განხორციელდა - ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ განაცხადა.

კახა სამხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველებმა გამგეობას განცხადებით უნდა მიმართონ.

"კონკრეტულად, ვისაც დახმარება სჭირდება ჩვენი მხრიდან, აქვს სოციალური სტატუსი, არ აქვს ქონება, უნდა მოვიდეს და განაცხადი გააკეთოს. განაცხადის საფუძველზე გამგეობა გასცემს პასუხს. ვინც სოციალურად შეჭირვებულია და სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება დახმარება ინიდივიდუალურად შემოაქვს განცხადება, ამ განცხადების საფუძველზე ვიწყებთ განხილვას. გამგეობა ქირას საკმაოდ ბევრ ადამიანს უხდის სამგორის რაიონში. უნდა იყოს სამგორის მცხოვრები, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ არ არის სამგორში ჩაწერილი, სხვაგან ხომ იქნება ჩაწერილი", - განაცხადა კახა სამხარაძემ.