საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რუსეთთან მიმდინარე დიალოგს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა პარტნიორი ქვეყნების მტკიცე პოზიცია საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებების მხარდასაჭერად და ასევე ხაზი გაესვა ნატოსთან, აშშ-სთან და მეგობარ სახელწმიფოებთან მიმდინარე მაღალი დონის კოორდინაციის მნიშვნელობას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, კიდევ ერთხელ დადებითად იქნა შეფასებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მისი შედეგები, რაც მხარეთა შეფასებით, ხელშესახებ შედეგს მოუტანს ქართულ საზოგადოებას.