ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა.
„ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რეალურად რუსეთის აგრესიის უკან, რა ამოძრავებს რუსეთს. ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა კონსულტაციაში და გვაქვს ახლო კომუნიკაცია.
შექმნილი ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ემუქრება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რამაც ევროპას, ევროპის ქვეყნებს სტაბილურად ყოფნის, მათ შორის საქართველოს უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდის საშუალება მისცა“, – განაცხადა ელჩმა.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა