ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის თქმით, ბოლო დღეებში მათ პაციენტები ძირითადად მაღალი ცხელებით მიმართავენ

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილი თქმით, ბოლო დღეებში მათ პაციენტები ძირითადად მაღალი ცხელებით მიმართავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გუშინ 58 პაციენტი შემოვიდა. ერთი დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი ციფრია. მოგეხსენებათ, თუ მომართვიანობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, კლინიკას გაუჭირდება. 175 კოვიდსაწოლია ჩვენთან და 165 პაციენტი უკვე მკურნალობს. მათგან 21 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და სამწუხაროდ, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. იმყოფებიან აპარატულ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს COVID19-ით ინფიცირების 6351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი