„დაჭრილ ჯარისკაცებზე საზრუნავად ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები ამაყად დგანან შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების გვერდით ერაყსა და ავღანეთში.
"დიდი პატივია საქართველოს მხარდაჭერა ამ კეთილშობილ საქმეში და მრავალთა სულგრძელობისა და მხარდაჭერის წყალობით მოუთმენლად ველით ამ შესანიშნავი პროექტის განვითარებას. მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დემონსტრირებაა საქართველოს ერთგულებისა ვალდებულებისადმი, რომ ეს ვეტერანები არ უნდა იქნენ მივიწყებული და რომ ეს მძიმე ტვირთი მხოლოდ მათი სატარებელი არ არის. ეს დინამიური წამოწყებები ქართველ ხალხსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს უჩვენებს, რომ მათი მსახურება, ვინც ქვეყანას ემსახურა ერთობლივი პასუხისმგებლობაა" - ელჩი დეგნანი